"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში ოფისის გარეშე დარჩა
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია ოფისის გარეშე დარჩა. წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ოფისი, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის გადაწყვეტილებით, გაიყიდა. მიზეზად თანხის არარსებობა სახელდება.
ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ იციან, სად გადავლენ სამუშაოდ.
შეგახსენებთ, რომ თანხების არარსებობა დასახელდა "ნაციონალურმა მოძრაობის" მიერ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის ერთ-ერთ მიზეზად. ამის შესახებ განცხადება არჩევნების დასრულებისთანავე პარტიის წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. მისი თქმით, საარჩევნო თანხებისათვის პარტია მის საკუთრებაში არსებულ ოფისებს ყიდდა, მათ შორის ქუთაისის ორგანიზაციის ოფისიც მოხვდა.
როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში "ნიუპრესს" განუმარტეს, ფართი მათ საკუთრებას არ წარმოადგენდა და ნაქირავები ჰქონდათ, ამჟამად კი ის მესაკუთრემ გაყიდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი


14:08
12:18
11:34
19:09
















