|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ საარჩევნო ნომერები დაკარგეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს, ნომრების შენარჩჩუნების მოთხოვნით მათ ცესკოს წერილობით წინასწარ მიმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. შესაბამისად, ადგილობრივ არჩევნებში ამ ნომრებით მონაწილეობას სხვა პარტიები მიიღებენ.

ცესკო-ში აცხადებენ, ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი არ გააკეთეს.  

როგორც ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა, რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლება შვიდ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა, თუმცა ორმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ ცესკო-ს თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არ მომართა, ამდენად, რიგითი ნომერი მხოლოდ ხუთ გაერთიანებას შეუნარჩუნდა.

მისივე თქმით, წილისყრით რიგითი ნომრები 12 პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა მიენიჭოს, აქედან გამომდინარე, დაწყებული ერთიდან, გაგრძელებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება.

„საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს რიგითი ნომრების შენარჩუნების შესაძლებლობას. ამასთან, იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნიათ, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოთ წილისყრით. რიგითი ნომრის შენარჩუნება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. პირველი, უნდა არსებობდეს ამგვარი უფლებამოსილება; მეორე, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა მოემართა არაუგვიანეს 17 ივლისისა; მესამე, ვიდრე გაიმართება წილისყრის პროცედურა, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა მოემართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.

ამგვარი უფლებამოსილება მთლიანობაში შვიდ პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდა, თუმცა ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, 8 აგვისტოს მონაცემებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს არ მომართა. აქედან გამომდინარე, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა მხოლოდ ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ წილისყრით რიგითი ნომრები უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, დაწყებული ერთიდან, გაგრძელებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება“, – განაცხადა სანტურიანმა.

„ნაციონალურმა მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანას კარგავენ და საარჩევნო ნომერს ვერ გამოეკიდებიან, ხოლო კოალიცია ცვლილებების წარმომადგენელმა განაცხადა, მთავარი არა ნომერი, არამედ „ქართული ოცნების“ და მისი ბანდის დამარცხებაა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე. უწყვეტი პროტესტის  წარმომადგენლებთან ერთად მათი მოთოვნა ახალი საპარლამენტი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა