ნალექიანი და ქარიანი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი საქართველოში
8-9 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსი იქნება, 10-11 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.
თბილისში ხვალ იწვიმებს. 9-11 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 8-10 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11 აპრილს +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.
9 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა




13:08
11:18
11:17
11:11
















