ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებმა ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაკეტეს [VIDEO]
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებმა ქუთაისი ცენტრალური მოედანი გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა მოედანზე ავტომობილები გააჩერეს და საყვირებით ჰესის შენებლობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ეწინააღმდეგებიან ნამახვანჰესის მშენებლობას, ამიტომ უერთდებიან გუმათში მყოფ აქტივისტებს.
მათ ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და გუმათისკენ აპირებებ წასვლას.
მათი თქმით, ეს მშვიდობიანი მსველობაა თუ ავტომობილებით არ გაუშვებენ, ფეხით მივლენ.
ცნობისთვის, რიონის ხეობაში ადგილობრივების უწყვეტი პროტესტი 172 დღეა გრძელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა