ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კარავი გაშალეს, სადაც უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა მასშტაბური აქცია გამართეს. ადგილობრივები, სამოქალაქო აქტივისტები, სასულიერო პირები და პოლიტიკოსები მშენებლობის შეჩერებას და ხეობიდან კომპანია "ენკას" გასვლას მოითხოვენ.
მათი თქმით, არ შეწყვეტენ პროტესტს, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიწის 99 წლით გასხვისებაში ადანაშაულებენ.
მათ სოფელ ნამოხვანში კარავი გაშალეს, სადაც უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება და დღეს პროტესტის ნიშნად კარავში ადგილობრივები 106-ე ღამეს გაათენებენ.
ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს კომპანია "ენკა". კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი დიდ ინვესტიციას ახორციელებენ და შესაბამისად, მუშაობის ნებართვაც აქვთ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი