|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამახვანჰესის“ მოწინააღმდგეებმა ქუთაისში მსვლელობა მოაწყვეს

ნამახვანჰესის“ მოწინააღმდგეებმა ქუთაისში მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მსვლელობით საქალაქო სასამართლოსთან მივიდნენ. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს სასამართლოში მათი დაკავებული მხარდამჭერების პროცესია, ამიტომ მივიდნენ სოლიდარობის ნიშნად.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მომხრეები უკანონოდ დააპატიმრეს.

დაკავებულთაგან ერთი უკვე გათავისუფლდა. დანარჩენის პროცესი კი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გუშინ, გუმათში „ენკას" ბაზასთან, „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციაზე დაპირისპირებისას 6 პირი დააკავეს.

"რიონის მცველები" ხვალიდან მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ და არც სახელმწიფო მნიშვნელობის შენობების პიკეტირებას გამორიცხავენ.ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველაგან გამოვიდეთ, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი