პოლიციას რიონის ხეობაში მისასვლელი გზები ბლოკირებული აქვს
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგები დღეს მორიგ აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები 12 საათზე გუმათში შეიკრიბებიან და სამუშაოების განახლებას გააპროტესტებენ.
ისინი ნამოხვანში წასვლას გეგმავენ, თუმცა ამ დროის ინფორმაციით, სამართალდამცველებს კვლავ ბლოკირებული აქვთ ნამოხვანში მისასვლელი გზები. ასევე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები და წყლისწავლის მანქანები.
ამასთან, სამართალდამცველებმა წუხელ 12 აქტივისტი 2000 - 2000 ლარით დააჯარიმეს. სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები გადაკეტილი გზის გამო ხეობაში გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც ღამის გათენება ავტომანქანებში მოუხდათ. პოლიციამ ისინი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა. მათი განცხადებით, ჯარიმებს აუცილებლად გაასაჩივრედენ, რადგან კონსტიტუციურ უფლებას იყენებდნენ და პროტესტს გამოხატავდენ. დილიდან ისინი რიონის ხეობის მცველებს შეუერთდნენ.
ავტორი: ნიუპრესი