ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმართული აქცია 20-მდე მუნიციპალიტეტში ერთდროულად იმართება
ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმართული აქცია საქართველოს 20-მდე მუნიციპალიტეტში ერთდროულად იმართება.
აქციის ორგანიზატორებმა ლოკაციის ადგილები წინასწარ დაასახელეს და მხარდამჭერებს თავიანთ მუნიციპალიტეტყებში შეკრებისაკენ მოუწოდეს.
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გამაფრთხილებელი აქცია ერთი საათის გაგრძელდება, ერთი თვის შემდეგ კი მასშტაბური აქცია დედაქალაქში გაიმართება.
"სრულიად ერი ჩართულია დღეს ამ აქციაში, ყველამ გაარკვია უკვე რასთან გვაქვს საქმე. ეს არის დანაშაული, რაც ხდება ამ საკითხთან მიმართებით. ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა აქ შელახული - გზაზე გადაადგილების უფლება არ გვაქვს და ვინ გვკითხავს ჩვენ, რა აშენდება და რა არა ქვეყანაში, ამის შესახებ ადექკატურ გადაწყვეტილებას მოიღებს ხალხი 23 მაისს აქციაზე" - განაცხადა გოლეთიანმა.
როგორც აქციაზე ცნობილი გახდა, გუმათიდან რიონის ხეობის მცველები ქუთაისში გადაინაცვლებენ, სადაც ჭავჭავაძის გამზირს გადაკეტავენ.
სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გამართული აქციის წარმომადგენლები ერთმანეთს ზუმის საშუალებით უკავშირდებიან.

ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა