ნამახვანჰესის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის 172-ე დღე გუმათში გრძელდება
ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის 172-ე დღე ისევ გუმათში გრძელდება, სადაც პოლიციას 2 დღეა რკინის ჯებირები აქვს აღმართული.
აქციის მონაწილეები ამ დროისათვია რკინის კონსტრუქციასთან დგანან და ხელისუფლებას გზის ნამოხვანის მიმართულებით გზის გახსნის მოხოვნას უყენებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის რეგიონებში გაშლითა და დედაქალაქში გადატანით იმუქრებიან.
„დღესაც მოვითხოვთ, რომ აიღონ რკინის კედელი და გაგვითავისუფლონ გზა. თუ ეს ასე არ მოხდება, მოვუწოდებთ მთელ საქართველოს მოსახლეობას, რომ თავ-თავიანთ სივრცეებში მოახდინონ პიკეტირება და ამით ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის ძალა. თუ ამ ყველაფერს ისინი არ გაითვალისწინებენ, დავიძვრებით დედაქალაქისაკენ და გავმართავთ პერმანენტულ აქციებს. თუ მზად იქნებიან იმისათვის, რომ აიღონ კედელი დავბრუნდებით ისევ ნამოხვანში და გავაგრძელებთ პროტესტს“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
რაც შეეხება დილაოგის შესაძლებლობას, ვარლამ გოლეთიანი ამისათვის მზაობას აფიქსირებს.
„რადგან დიალოგის სურვილი არსებობს, თუ შექმნის სელისუფლება დიალოგის სივრცეს, დაველოდებით მოვლენების განვითარებას’- განაცხადა გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველები ჰესის მშენებლობის შეჩერებასა და კომპანიასთან სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.
ავტორი: ნიუპრესი