|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს

რიონის ხეობის მცველებმა გუმათიდან ქუთაისში გადმოინაცვლეს, სადაც პროტესტის ნიშნად ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია ხელისუფლებისათვის.

"ეს გზის გადაკეტვა იქნება გამაფრთხილებელი აქცია, რომელიც გაგრძელდება ერთი საათის განმვავლობაში.  ხელისუფლებამ ადექვატურად შეაფასოს ჩვენი პროტესტი", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის მუხტი არ განელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. 

აქციის მონაწილეებს ქუთისში მხარდამჭერები ჭიათურიდან და ზესტაფონიდან უერთდებიან.

 გზის გადაკეტვამდე საქართველოს 20-მდე მუნიციპალიტეტში ერთობლივი აქცია გაიმართა. როპგორც ცნობილი გახდა, ბათუმში აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

ავტორი: ნიუპრესი