|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებს კარვის დასაცლელად ერთსაათიანი ვადა მისცეს

ნამოხვანჰესის აშენების მოწინაღმდეგეების კარვის დაშლის მოთხოვნას ხმაური მოყვა. მოქალაქეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ და აცხადებენ, რომ ისინი კარავს თავის ხელით არ დაშლიან.

მათივე თქმით, აღმოჩნდა, რომ ტერიტორია, სადაც კარავია გაშლილი, არა ახალ, არამედ ძველ კომპანიას ეკუთვნის, რაც მათ ბევრ კითხვას უჩენს. ჰესის მოწინააღმდეგები საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვენ. მათ კარვის დაშლის მოთხოვნა ავტომობილების სიგნალებით გააპროტესტეს. სამართალდამცველებმა მოწინააღმდეგეებს კარვის დასაცლელად ერთსაათიანი ვადა მისცეს. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი