|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობაში სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული

არ დავუშვებთ გიგანტური ჰესის აშენებას და საკუთარ მიწას ბოლომდე დავიცავთ, - აცხადებენ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები. 

ისინი ნამახვანჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად რიონის ხეობაში იკრიბებიან. მათ ნაწილს ფეხით უწევს გადაადგილება, რადგან ხეობა საპოლიციო ძალებითაა ბლოკირებული. 

 ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დანაყოფები. 

შეგახსენებთ, ნამოხვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები გუშინ განახლდა.  ადგილზე მოძრაობა გუშინ ჩაიკეტა და სამართალდამცვრლები მოქალაქეებს რიონის ხეობაში არ უშვებენ.

წუხელ ჰესის მოწინააღმდეგეები ღამით პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმა. მხარდამჭერები გეგუთის დასახლებაში გადაადგილების უფლების შეზღუდვას აპროტესტებდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი