|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლებამ შეურაცხყოფა მოგვაყენა - მინისტრების მიერ შეხვედრის დატოვებას უკმაყოფილება მოყვა

ქუთაისში მიმდინარე შეხვედრის მინისტრების მიერ დატოვებას ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების უკმაყოფილება მოყვა. მათი თქმით, მოლაპარაკების მოლოდინი არ ქონდათ, თუმცა თურნავას და დავითაშვილის წასვლა მათთთვის შეურაცხმყოფელია.

როგორც მათ განაცხადეს, მინისტრებს არ ქონდათ, კითხვაზე პასუხები, რისი მოზეზიც არია შეხვედრის დატოვება.

"დღეს კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მოგვაყენა ხელისუფლებამ. შეთანხმება გვქონდა, რომ მინისტრები დასხდებოდნენ შეხვედრაზე და მათთან გვქონდა ჩვენ კითხვები, მაგრამ გამოჩნდა, რომ მათ არ შეუძლიათ ამ კრიტიკულ კითხვებზე პასუხი. ათი წუთით ჩამოვიდნენ, რა მიზანს ემსხურებოდა ეს ჩამოსვლა, გაუგებარია, ასეთი განცხადება თბილისში არ შეეძლოთ, რომ გააკეთებინათ? უკიდურესად შეურაცხმყოფელია. ისინი რაღაც სოციალურ პროექტებზე საუბრობენ ისევ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვდგავართ და საერთო ენას ვერ გამოვნახავთ. ჩვენ ვეკითხებით მიწის გადაცემაზე, მათ დატოვეს შემოთავაზება და წავიდნენ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, 14 მარტის აქცია ძალაშია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი