|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნამახვანჰესის" მშენებლობა კვლევების გადამოწმებამდე შეჩერდება

ამ წუთებში ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით რიონის ხეობის მცველებს ხვდებიან.

შეხვედრას, რომელიც ქუთაისის მერიის შენობაში იმართება, ორივე მხარის მიერ მოწვეული ექსპერტები ესწრებიან. როგორც აუდიენციის დასაწყისში თურნავამ განაცხადა, რამდენიმე სიახლეა პროექტთან დაკავშორებით.

მინისტრის თქმით, სამინისტრომ მოლაპარაკებები აწარმოა მშენებელ კომპანია "ენკასთან" და შეთანხმდნენ რამდენიმე პუნქტზე:

კომპანია არ დაიწყებს ძირითადი ნაგებობების მშენებლობას, როგორებიცაა კაშხალი და წყალსაცავი, სანამ ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება.

სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, ქართველ სპეციალისტებს და რიონის ხეობის მცველების ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს. იმ დრომდე კომპანია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააგრძელებს, რომელიც შემდგომ სახელმწიფოს გადაეცემა.

შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც დაახლოებით 5 მილიონი ლარის ოდენობის იქნება. ფონდი ხეობის მოსახლეობის საჭოროებებს დააფინანსებს. ასევე, დაფარავს წყალტუბოსა და ცაგერის ძირითად სოფლებს.

მინისტრის თქმით, ეს მნიშვნელოვანია ხეობის განვითარებისთვის.

კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც ადგილზე გაუძღვება სამუშაოებს, იმისთვის, რომ სახელმწიფო მეტად იყოს ჩართული, რათა იქ დასაქმებული ადამიანები უსაფრთხოება მეტად იქნეს დაცული.

შეიქმნება საბჭო, რომელშიც პროფესიონალი ექსპერტები გაერთიანდებიან, ასევე, რიონის მოსახლეობა იმისთვის, რომ გაიზარდოს მოქალაქეების ჩართულობა და გაძლიერდეს ზედამხედველობა ამ პროექტზე.

ფოტო: არქივი

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი