|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამოხვანჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით მოსახლეობამ ხიდი გადაკეტა

ნამოხვანჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით მოსახლეობამ რკინის ჯაჭვით ხიდი გადაკეტა. გზის გადაკეტვით აქციის მონაწილეები კომპანია "ენკას" მუშაობისთვის ხელის შეშლას ეცადნენ, თუმცა პოლიციამ მათ გზა მალევე გაახსნევინა.

შეკრებილების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტექნიკას არ გაიყვანს, ისევ გადაკეტავენ საავტომობილო გზას.

19 დღეა სოფელ ნამოხვანში მოსახლეობის უწყვეტი აქცია მიმდინარეობს და ჰესის მშენებლობის ადგილზე მოქალაქეები მორიგეობენ. რეგიონის მოსახლეობა ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებს და ამბობენ, რომ აღნიშნული ჰესის აშენების შემთხვევაში 1000 ჰექტარი ფართობი წყლით დაიფარება, ავარიის შემთხვევაში კი,  წლით 18 მუნიციპალიტეტი დაიფარება.

კომპანიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ მოვლენების განვითარებას აკვირდებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი