|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამოხვანჰესის სამუშაოების განახლებას მოსახლეობის პროტესტი მოყვა

სამთვიანი პაუზის შემდეგ რიონისხეობაში ნამოხვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლდა. ტექნიკა ადგილზე პოლიციის თანხლებით შევიდა, რას ხმაური მოყვა.

როგორც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, მათ პოლიციამ კარვის აღება მოსთხოვა, ამასთან, იგეგმება ჯვრის დემონტაჟი, რომელიც რამდენიმე თვით წინ აღმართეს.

მოსახლეობას ჯვართან მისვლის შესაძლებლობა არ ეძლება, რადგან სამართალდამცველების თქმით, ის კერძო ტერიტორიაზეა.

რიონისხეობის მოსახლეობის აცხადებს, რომ ისინი ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებენ და არც აპირებენ კანონგარეშე ქმედებას, თუმცა პროტესტს არ შეწყვეტენ, რომელიც 98 დღეა გრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი