ნამოხვანჰესის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდან ქუთაისში იკრიბებიან
ნამოხვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში მორიგი აქცია გაიმართება. მოქალაქეები სხვადასხვა კუთხიდან ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან და ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოლაპარაკება ჩაშალა, მთავარ მოთხოვნებს, ეკონომიკის მინისტრის გადადგომა დაემატა.
მათი თქმით, ნათია თურნავამ შეხვედრიდან გაპარვით მათ შეურაცხყოფა მიაყენა.
აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველების უპრეცენდენტო მობილიზებაზე საუბრობენ.
მათი თქმით, ხეობაში სპეცრაზმი შეიყვანეს და იმედოვნებენ, რომ რამე ექსცესებს ადგილი არ ექნება.
ორგანიზატორები მომხრეებთან ერთად ღამით ცენტრალურ მოედანზე ავტომობილებით დარჩენას აპირებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა