"ნამოხვანჰესის" წინააღმდეგ მოსახლეობის აქციას ახალგაზრდული ორგანიზაცია შეუერთდა
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის" ჟონეთში აქცია გამართა. ორგანიზაციის წევრები ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და ჰესის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობას უცხადებენ.
მათი თქმით, გიგანტური ჰესი საფრთხეს უქმნის, როგორც მოსახლეობას, ასევე გარემოს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
რიონის ხეობის მოსახლეობა 73-ე დღეა ჰესის მშენებლობას უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



16:58
11:46
















