ნატო ქათამაძე ვანი-ხონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს მხარდაჭერას უცხადებს
ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერ კამპანიაში ერთვება. ქათამაძე დამოუკიდებელ კანდიდატის ვასილ კოპალიანის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.
"ვასილ კოპალიანს 12 წელია ვიცნობ, აქედან, თითქმის 2 წელი ერთად ვიმუშავეთ საქართველოს პარლამენტში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მისი განვლილი გზის, კომპეტენციისა და პიროვნული თვისებების გამო ის ნამდვილად იმსახურებს ხალხის ნდომას. სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ვანისა და ხონის რაიონებს, მისი სახით, ნამდვილად ეყოლება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში... ვინც მე მიცნობთ, ყველამ კარგად იცით, რომ არა ის თვისებები, რაც მას გააჩნია, ნამდვილად არ გამოვუცხადებდი მხარდაჭერას", -აცხადებს ნატო ქათამაძე.
შეგახსენებთ, ნატო ქათამაძე "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შემდეგ ის პარტიულ საქმიანობას ჩამოშორდა, თუმცა როგორც აცხადებს, პოლიტიკიდან ჩამოშორებას არ აპირებს.
ვანი-ხონის რიგგარეშე არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი