ნაყინის ნიმუშებში დარღვევები არ გამოვლენილა -სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გააქტიურდა. ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმები.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ქსელში 60-მდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, თუმცა კრიტიკული შეუსაბამობა არცერთში გამოვლენილა.
„მონიტორინგის პროგრამით, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე საკვლევად, სააგენტოს ინსპექტორები სხვადასხვა სახეობის ნაყინის ნიმუშებს მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გზავნიან. მიმდინარე წელს უკვე აღებულია ნაყინის 30 ნიმუშზე მეტი, ყველა მათგანი შესაბამისობაშია დადგენილ ნორმებთან.
მიმდინარე წელს, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე გამოსაკვლევად, ნაყინის 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.
მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, სააგენტო სახელმწიფო კონტროლს არაერთი მიმართულებით ახორციელებს; კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად ეცნობება, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
ყველა რეაქცია:
23231
3
მოწონება
კომენტირება
გაზიარება
Gela Khutsishvili
იქნებ იმასაც მიაქციოთ ყურადღება,რომ შემადგენლობა არ იკითხება ისეთი წვრილი შრიფტით არის დაწერილი. მაღაზიაში ვერ გაარკვევ,რომელი ნაყინი,რითია დამზადებული!
-
1 წთ.რამდენიმე წამის წინ
-
მოწონება
-
პასუხის გაცემა
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე www.hr.gov.ge -ის ვებგვერდის მეშვეობით 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებ…
მეტის ჩვენება
ყველა რეაქცია:
991
მოწონება
კომენტირება
გაზიარება
შაბათი, 03 აგვისტო, 2024, 10:
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა