|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაძვის ხე - ახალი წლის განუყოფელი ნაწილი უკვე veli.store-ზე

ახალი წლის დადგომამდე 3 თვეზე ნაკლები დრო რჩება, თქვენ კი, ალბათ, პერიოდულად საახალწლო სამზადისის ფიქრებიც გაგივლით ხოლმე თავში. შესაძლოა იფიქროთ, რომ სამზადისი ჯერ ადრეა, რომ მაღაზიებში ჯერ-ჯერობით ახალი, განსხვავებული ნაძვის ხეები, ასეთივე განსაკუთრებული სათამაშოები და დეკორაციები ჯერ არაა ხელმისაწვდომი და შესაბამისად, საახალწლო მხიარული განწყობა მხოლოდ ფიქრებში დატოვოთ. 

 

თუ ჯერ არ იცით გეტყვით,  რომ ონლაინ მაღაზია veli.store-ზე საახალწლო სამზადისის დაწყება დღესვე შეგიძლიათ. მრავალფეროვანი, ორიგინალური და განსხვავებული საახალწლო ნივთები უკვე ველიზეა. 

 

ამ ეტაპზე ველი სთორზე 15-მდე ნაძვის ხეა წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, მათი დიზაინი, ფერები, ვიზუალი, ზომა განსხვავებულია, თუმცა თითოეულ მათგანს ერთი რამ აერთიანებს - ისინი ჩვენ სიმბოლურად, საზეიმო განწყობით გვავსებს. სახლში საახალწლო ელფერია, რაც უფრო თბილ და მყუდრო გარემოს შეგრძნებას ტოვებს. 

 

თუ თქვენ დიდი ნაძვის ხე გსურთ რომ შეიძინოთ, ველიზე 180 და 210 სმ-იანი ნაძვის ხეების შერჩევა შეგიძლიათ. ველი სთორზე შეგიძლიათ დათოვლილი, ფუმფულა, ფართე წიწვებიანი, განათებით, ასევე გირჩებიანი და კენკრიანი ნაძვის ხეები შეიძინოთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თითოეული მათგანი გამძლე, დრეკადი მეტალის ტოტებით და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისგან დამზადებული წიწვებით გამოირჩევა. მათი ღირებულება კი 309 ლარიდან იწყება და 895 ლარამდე ადის. 

 

თუ თქვენი სახლის ფართი პატარაა და დიდი ნაძვის ხის დადგმა მოუხერხებელია, გარდა დიდი მოდელებისა, ველიზე მომცრო ზომის ან დეკორატიული ნაძვის ხეების შეძენა შეგიძლიათ. კერძოდ კი, ველიზე 30 სმ-იანი და 50 სმ-იანი მოდელებია წარმოდგენილი. ქოთნებით და მათ გარეშე. ქოთნით წარმოდგენილი მოდელები ფიფქებით, გირჩებით კენკრითა და ბაფთებითაა გაფორმებული, რათა პატარა ზომის მიუხედავად, ლამაზი, საახალწლო მუხტი შემოიტანოს თქვენს ინტერიერში. ასეთი პატარა მოდელების ღირებულება კი 15.80 ლარიდან იწყება და 69.90 ლარამდე ადის. პატარა მოდელები ჰოლანდიური ბრენდის Kaeming-ის და ასევე ქართული ბრენდის Super-ისაა. 

 

ინტერიერის გასამრავალფეროვნებლად, შეგიძლიათ ასევე გერმანული ბრენდის, G.Wurm-ის მინიატურული ნაძვის ხეებიც შეარჩიოთ. კომპანია ნახევარ საუკუნეზე მეტია წარმატებით ქმნის კოლექციებს სახლის დეკორაციებისა და სადღესასწაულო მიმართულებით. მათი ღირებულება 11.95 ლარიდან იწყება. 

 

მოკლედ ველიზე ყველაფერია თქვენი განწყობის გასაუმჯობესებლად. მარტივად და სწრაფად, შეგიძლიათ საახალწლო ნაძვის ხე თქვენი მოთხოვნების, გემოვნებისა და სურვილების შესაბამისად შეარჩიოთ. ველის კურიერი კი მას თბილისსა და მის გარშემო, 13 ლოკაციაზე 3 საათში მოგიტანთ. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა