"ნაძვის ხე შემოვიდა ოჯახში" - ორსართულიან სახლს ხე დაეცა
ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე ორსართულიან კორპუსს დაეცა. მხსვერპლი არ არის.
"ნაძვის ხე პირდაპირი გაგებით, შემოვიდა ოჯახში. მეზობელმა დამიკაკუნა, ბავშები სახლს მოარიდეო, გავიხედე, ხე ირყეოდა, მიწიდან ფილები იყრებოდა. დავრეკე 112-ში, ცოტა დაგვაინებით მოვიდნენ, იმიტომ რომ ქუთაისში საგანგებო მდგომარეობა. ჯერ სახურავიდან ხე არ არის აღებული, ვნახოთ, დაზიანება მერე გამოჩნდება", - თქვა ადგილობრივმა მცხოვრებმა
ქუთაისში მესამე დღეა ძლიერი ქარია. სტიქიამ დააზიანა სახლები და ავტომანქანები.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა