|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაძვის ხის ტენდერი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა ორგანიზაციამ მოიგო" - თემურ ცამციშვილი

ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის ტენდერი არაკვალიფიციურმა, ქართულ ოცნებასთან და სახელისუფლებო მედიასთან დაახლოებულმა ორგანიზაციამ მოიგო,-  ამის შესახებ იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

 მისი თქმით,  კომპანიას ტენდერები კონკურენციის გარეშე მოიგო. 

"ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის ტენდერი "ღამის შოუმ" მოიგო. ნაძვის ხის შესაძენად 155 000 ლარიანი ტენდერი იყო გამოცხადებული.  "ღამის შოუ"- მ ტენდერი კონკურენტის გარეშე 146 000 ლარად მოიგო. სულ ამ კომპანიას 48 გამარტივებული შესყიდვა აქვს მოგებული, საერთო ჯამში,  1 380 000 ლარის ღირებულების, ხოლო ტენდერებით 547 000 ლარი.

ის ფაქტი, რომ ის საახალწლო ნაძვის ხის ტენდერი არაკვალიფიციურმა, ქართულ ოცნებასთან და სახელისუფლებო მედიასთან დაახლოებულმა ორგანიზაციამ მოიგო, აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ტენდერი კონკრეტულად ამ კომპანიისთვის გამოცხადდა", - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა