|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პრეზიდენტის გადადგომის მოთხვნით აქციები დაიწყო

ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“  საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო.  აქციის ორგანიზატორებმა ცენტრალურ ბაღში კარვები გაშალეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

დილიდან  ამ დრომდე  100-მდე ქუთაისელის ხელმოწერაა დაფიქსირებული, მთლინად კი 200 000-მდე ხელმოწერა ფიქსირდება.

„სააკაშვილი აღარაა ქართველი ხალხის პრეზიდენტი  და საჭიროც  აღარაა. ამ აქციით დაფიქსირდება, რომ ქართველ ხალხს არ უნდა ის პრეზიდენტად და უკვე მის სინდისზე იქნება დარჩება თუ  გადადგება,“ - აცხადებს ორგანიზაციის წევრი ბაჩუკი ჩხეიძე.

პარალელურად, აქცია ანალოგიური მოთხოვნით თბილისში და დასავლეთ საქართველოს კიდევ ორ რეგიონში - ბაღდადსა და მარტვილშიც მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორების თქმით მოსახლეობა დაედაქალაქში უფრო აქტიურია, ვიდრე ქუთაისში.

როგორც ორგანიზაციის ორგანიზატორები ამბობენ, მოსახლეობის ხელმოწერების წარდგენა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის ერთ-ერთი პირობაა და აღნიშნული ხელმოწერები „მსოფლიო კონგრესს“ გადაეგზავნება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულევნება საზოგადოების უფლებებისათვის“ ერთი თვეა ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებელია კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე, ხოლო თავმჯდომარე მიშა ანდღულაძე.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით,  პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, აქცია 19 დეკემბერს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ გადაინაცვლებს.

ქუთაისში პრეზიდენტის გადადგომის მსურველებს თავიანთი ხელმოწერის დაფიქსირების შესაძლებლობა 4 იანვრამდე ექნებათ. 

ავტორი: დეა მანაგაძე