|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტი ავტოპარკს ანახლებს

საქართველოს პარლამენტი ავტოპარკს ანახლებს. საკანონმდებლო ორგანო ორ ახალ ავტომობილს ყიდულობს. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ საკანონმდებლო ორგანოს აპარატში დასაქმებული პირები და მძღოლები საახალწლოდ პრემიებს  მიიღებენ. ხაზინადართა საბჭოს მიერ  მიღებული გადაწყვეტილებები პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დღეს,  ბიუროს სხდომაზე გააჟღერა. 

„პარლამენტში შეიქმნა ახალი ფრაქციები. საკანონმდებლო ორგანომ მათ გამოუყო მანქანები. დღეს, პარალმენტს მაღალი დონის დელეგაცია და სტუმრები რომ ეწვიონ, პარლამენტს ავტომანქანების რაოდენობა არ ჰყოფნის და  მათი  მომსახურების შესაძლებლობა არ აქვს. ამიტომ, ხაზინადართა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  საჭიროა მანქანების შეძენა. გარდა ამისა, წინა თვის მსგავსად, პარალმენტის აპარატი ჩვეულებრივად მიიღებს პრემიებს,“ - ამბობს მანანა კობახიძე.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე