პოლიტიკური პარტიების შემომწირველებისათვის ამნისტია მზადდება
პოლიტიკური პარტიების დაჯარიმებულ შემომწირველებს ამნისტია
შეეხებათ. პარლამენტის სესიაზე დეპუტატებმა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“
კანონპროექტი განიხილეს, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხება, რომლებიც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ გაკეთებული
შემოწირულობებისათვის „დაისაჯნენ“. საუბარია,
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა დაკისრებულ პირებზე.
„ეს ადამიანები ადმინისტრაციული სახდელისა და საურავისგან გათავისუფლდებიან,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე