პარლამენტში დასაქმებულები შვებულებაში გაუშვეს
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშახელი შეამცირეს. აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთი მუშა საუბრობს.
„ახლა იქ მარტო ხელოსნები ჭირდებათ. ბეტონის დასხმასა და არმატურის დაწნაზე ვინც ვმუშაობდით გამოგვიშვეს. მშენებლობაზე დასაქმებულ იმ პირებს გაუმართლათ, რომლებსაც ლესვა და „გაშპაკლვა“ შეუძლიათ. ოფიციალურად გაშვების შესახებ არ გვეუბნებიან. გვპირდებიან, რომ სადმე იქნება სამუშაო, მაგრამ სამუშაო არ ჩანს,“ – ამბობს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა.
მშენებარე პარლამენტის შენობაში მიმდინარე წლის 26 მაისს, პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს. ამიტომ, ძირითადი ყურადღება შენობის გადახურვასა და სხდომათა დარბაზის მოწყობას ეთმობა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე