პრეზიდენტისათვის მოწყობილი ინციდენტის მონაწილეებს 100-100 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქში პრეზიდენტის
ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტის მონაწილე 6 პირს 100-100 ლარიანი ჯარიმის გადახდა
დააკისრა.
რაფიელ ლომთაძე, გიორგი ვარდანიძე, გიორგი ბოდოკია,
შოთა ჟღენტი, ზაზა ადეიშვილი და თამაზ მახარეიშვილი სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით გაასამართლა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულები ადვოკატის გარეშე
იმყოფებოდნენ. ძალოვნები მათ დაჯარიმებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
ცნობილია, რომ ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა პირმა გიორგი
ბოდოკიამ პრეზიდენტის ესკორტს ქვა ესროლა, თუმცა ქვა ადრესატამდე არ მისულა. უმრვლესობის
წარმომადგენელთა განცხადებით, ბოდოკიას შესაძლოა ამისათვის პატიმრობა დამუქრებოდა,
თუმცა სხვების მსგავსად მასაც ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
როგორც ირკვევა, ინციდენტში მონაწილე და ბრალდებული აღნიშნული პირების მიმართ ძალოვნების მხრიდან საქმის გამოძიება
დასრულდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე