საბავშვო ბაღების თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ
ქუთაისის საბავშვო ბაღებში მომუშავე აღმზრდელები და
აღმზრდელთა თანაშემწეები ხელფასების გაზრდას
ითხოვენ. აღნიშნულ საკითხებზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულებმა დღეს,
საკრებულოს ფრაქცია ,,ქუთაისის“ თავმჯდომარესთან, მამუკა მღვდელაძესთან შეხვედრისას
ისაუბრეს.
საბავშვო ბაღებში მომუშავეთა განმარტებით, მათი ამჟამინდელი
ხელფასი, ბავშვებთან გაწეულ შრომასთან შეუსაბამოა. ,,ჩემი ხელფასი 224 ლარს შეადგენს.
მაშინ, როდესაც მთელი დღის მანძილზე, მძიმე სამუშაოს გაწევა მიხდება. ფაქტიურად შესვენების
გარეშე, დილის ცხრა საათიდან 18:00 საათამდე ბავშვებთან ვართ. ვფიქრობ, აუცილებელია
თითოეულ ჯგუფზე კიდევ ერთი აღმზრდელის შტატი დაამატონ. გარდა ამისა, აუცილებელია ჩვენი
ხელფასების გაზრდა“, – ამბობს ქუთაისის N11 ბაგა ბაღის აღმზრდელი მალი ტყავაძე.
ხელფასების გაზრდას ასევე აღმზრდელთა თანაშემწეებიც
ითხოვენ. ,,200 ლარიანი ხელფასის ნაცვლად, ჩვენი ანაზღაურება მინიმუმ 300 ლარი უნდა იყოს. მთელი
დღის მანძილზე ფეხზე ვდგავართ, რადგან ჩვენ ბავშვების სიცოხლეზე და ჯანმრთელობაზე ვაგებთ
პასუხს“ – ამბობს ქუთაისის N16 ბაგა ბაღის
აღმზრდელის თანაშემწე ხათუნა გაბრიჭიძე.
ავტორი: ანა ჯანაშია