იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ვაკანტური პოსტი ყოფილმა პრეზიდენტმა დაიკავა
დღეს ქუთაისში, იმერეთის
რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ვალერი მანაგაძე აირჩიეს, რომელიც
იმერეთის ფეხბურთს 2016 წლამდე უხელმძღვანელებს.
პრეზიდენტის
არჩევა რიგგარეშე სხდომაზე შედგა, რომელსაც იმერეთის თორმეტივე რაიონის ფეხბურთის
სფეროს წარმომადგენლები და ქუთაისის ვეტარანი ფეხბურთელები
ესწრებოდნენ.
აღნიშნული
პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც იმერეთის ფეხბურთის პრეზიდენტის პოსტი, იმერეთის მხარის ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა
გიორგი აბესალაშვილმა დატოვა. ამ უკანასკნელმა პრეზიდენტის თანამდებობა მიმდინარე წლის
ნოემბერში, ვიცე-გუბერნატორის თაბამდებობასთან ერთად დატოვა.
აბესალაშვილმა
იმერეთის ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ვალერი მანაგაძე 2011 წლის სექტემბერში, ფედერაციის
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე შეცვალა, რომელმაც იმ დროისათვის ფედერაციაში გენერალური მდივნის პოსტზე
გადაინაცვლა. მოგვიანებით, მანაგაძეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის
დატოვებაც მოუწია, რომლის წევრიც 4 წლის განმავლობაში იყო. სავარადუდოდ, ვალერი მანაგაძე
ახლადარჩეული პრეზიდენტის ამპლუაში სფფ-ს აღმასკომის წევრის სტატუსსაც აღიდგენს.
დღეს
ვალერი მანაგაძის არჩევა იმერეთის ფეხბურთის
ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე 15 დელეგატის
ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოხდა. არჩევნებს სტუმრის სტატუსით საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციის აღმასკომის წევრი გია შარაბიძეც ესწრებოდა.
„ვალერი მანაგაძე ფეხბურთის სფეროს
პროფესიონალია და ასეთი კადრები ჭირდება ფეხბურთს. მისი გამოცდილება მნიშვნელოვანია
ფეხბურთის განვითარებისთვის,“- აღნიშნავს ვეტერანი ფეხბურთელი ავთანდილ
წვერავა.
თავის
მხრივ, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა აქცენტები ბავშვთა ფეხბურთისა და ინფრასტრუქტურის
განვითარებაზე გააკეთა. „ჩვენი პრიორიტეტები ბავშვთა საფეხბურთო კლუბების ბაზებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ბავშვებისათვის საწევრო გადასახადების განახევრება-შემცირება
იქნება,“ - განაცხადა ვალერი მანაგაძემ.
ავტორი: თეკლა მორგოშია