პრეზიდენტს დაზვერვის სამსახური ერთმევა
დაზვერვის სამსახურის საქმიანობაზე სამთავრობო კონტროლი
წესდება. შესაძლოა სამსახური საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში გადავიდეს.
რის შემდეგაც ის საქართველოს მთავრობისა და
ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
პარლამენტში დღეს „საქართველოს დაზვერვის სამსახურის
შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი შევიდა, რომელიც უმრავლესობის წევრს ირინე იმერლიშვილს
ეკუთვნის.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული,
ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
გამოცემის, ასევე, თანამდებობის პირთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება
ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს ექნება.
„რადგანაც საქართველოს დაზვერვის სამსახური არის აღმასრულებელი
ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული
ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას,“ - ნათქვამია კანონპროექტის
განმარტებით ნაწილში.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე