|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავრობა საგადასახადო სანქციებს ამცირებს

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გარკვეული საგადასახო სანქციების ოდენობები მცირდება. საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი შევიდა, რომლის  ავტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მიხედვით,  დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის დაწესებული სანქციის მინიმალური ოდენობა 200 ლარის ნაცვლად 150 ლარით განისაზღვრება. ხოლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისათვის დადგენილი 500 ლარიანი ჯარიმა 200 ლარამდე მცირდება.

გარდა ამისა,  5 000 ლარამდე მცირდება ზედნადებების გარეშე განმეორებით საქმიანობისათვის დაწესებული 10 000 ლარიანი ჯარიმა.  ხოლო საქონლის წარდგენის ან სატრანსპორტო საშუალების  გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ჯარიმა 1 500 ლარის ნაცვლად 1 000 ლარის ოდენობით  განისაზღვრება. ასევე, ყოველ დაგვიანებულ დღეზე 100 ლარის ნაცვლად, გასადახადის ოდენობა 50 ლარი იქნება.

დეპუტატები აღნიშნულ ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე