პრეზიდენტს სახელმწიფო ქონების გასხვისების უფლება აღარ ექნება
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების
გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად
საქართველოს მთავრობა მიიღებს. ცვლილებები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების
გარდა, საქართველოს მთავრობის გადაწვეტილებით
განხორციელდება წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა.
გარდა ამისა,
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყის საპრივატიზებო საფასურისა
და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის
წესს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა