ქუთაისის მერია საახალწლოდ პრემიებს გასცემს
ქუთაისის მერია
საახალწლოდ პრემიებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 112 600 ლარს დახარჯავს.
პრემიებისთვის თანხის
გამოყოფა 2012 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებების საფუძველზე მოხდა.
თავის მხრივ, მიმდინარე
წლის ბიუჯეტში ცვლილება ქალაქის საახალწლო
კეთილმოწყობიდან მიღებულმა ეკონომიამ გამოიწვია. რომელიც ახალი ნაძვის ხის შესაძენად
გამოყოფილი 100 000 ლარის დაზოგვის ხარჯზე მიიღეს.
ეკონომიიის ხარჯზე
პრემიები ასე გადანაწილდა: სკოლამდელი დაწესებულების აიპ გაერთიანების თანამშრომლებისთვის
50 000 ლარი გამოიყო, სპორტული სკოლების აიპ
გაერთიანებაში დასაქმებულებზე – 49 400 ლარი და ლ. მესხიშვილი
სახელობის სახელობის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლებზე
–13 200 ლარი.
ავტორი: თეკლა მორგოშია