ღია დაპირისპირება ქუთაისის მერიაში
„ქუთაისის ადგილობრივ
თვითმმართველობაში ადგილი აქვს უპრეცედენტო საშტატო მატებას. არ არის დაცული
თვითმმართველი ერთეულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები. მათ შორის, საჯარო სამსახურის უპარტიობა და თანაბარი
პირობები. აშკარაა უპასუხისმგებლობა, უკონტროლობა და უდისციპლინობა. ამიტომაც
ამჯერად, საჯარო ფორმით მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს და ხელმძღვანელებს, მერიაში
მიმდინარე პროცესების აწ უკვე არაფორმალურ შემოქმედებს და სულის ჩამდგმელებს, ნუ
წავლენ სახელმწიფოს, სინდისისა და ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული
პროფესიონალების წინააღმდეგ“ – ეს განცხადება ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსმა თენგიზ თოფურიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით,
არანაირი აუცილებლობა არ არსებობს მერიაში შტატების გაზრდის. გარდა ამისა,
თოფურიძე მერიაში დასაქმებულ პირთა არაპროფესიონალიზმზე საუბრობს: „თანამდებობეზე
დღემდე კონკურსის გარეშე ინიშნებიან არაკვალიფიციური ადამიანები“.
თენგიზ თოფურიძემ ბრიფინგზემ, კოლეგებს
ცენტარალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენაც მოუწოდა. რადგან, „არ არსებობს
არანაირი ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობა წავიდეს თანამშრომლობაზე
ცენტარალურ ხელისუფლებასთან“, – აცხადებს
ის.
ავტორი: თეკლა მორგოშია