|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბავშვო ბაღებში არსებული გადასახადი შესაძლოა გაუქმდეს

საბავშვო ბაღებში არსებული  გადასახადი შესაძლოა გაუქმდეს. უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართვას გეგმავს.

როგორც ხიდაშელმა დღეს, პარალმენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  საქართველოს კონსტიტუცია საბავშვო ბაღებში განათლების საფასურის არსებობას კრძალავს. 

„კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს საბავშვო ბაღებში ბავშვების განათლებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. ბაღებში სწავლის საფასური არ უნდა იყოს,“- ამბობს დეპუტატი.

საკანონმდებლო ინიციატივის დაანონსების გარდა, თინა ხიდაშელმა დღეს პარლამენტს კიდევ ერთი ინიციატივით მიმართა. კანონპროექტის მიხედვით,  ნაგვისა და ელქტროენერგიის გადასახადი ერთმანეთზე მიბმული აღარ იქნება.  ხიდაშელის თქმით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი თვითმმართველ ერთეულს მსგავსი სახის მანიპულაციების გაკეთებას უკრძალავს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე