|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ხელოვანები ხელისუფლებას „ქართული ოცნებისათვის" მწვანე შუქის ანთებას მოუწოდებენ

ქუთაისში მოღვაწე კულტურის სფეროს წარმომადგენლები ქალაქის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობის უპრეცენდენტო ზრდას აპროტესტებენ და ხელისუფლებას "ქართული ოცნების" საზიანო ქმედებებისაგან თავის შეკავებას ურჩევენ. 

"1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ხელისუფლება გადააბარა "ქართულ ოცნებას", შესაბამისად, ხელისუფლებამ მას უნდა აუნთოს მწვანე შუქი.  ხალხი ქუთაისში უმძიმეს მდგომაროებაშია. ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის სასიკეთოდ არაფერს აკეთებს. სამაგიეროდ, მიმდინარეობს მერიაში დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდა. ქალაქის ეკონომიკა არის ისეთ დღეში, როგორიც 1990-1991 წლებში იყო, როდესაც ხალხი სახლში აცხობდა პურს.  ქალაქისათვის დახმარების ნაცვლად ადგილობრივი ხელისუფლება მერიაში დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის, რაც პრობლემას გაუჩენს ახალ ხელისუფლებას,"- ამბობს  საზოგადოება  "ბაღისკიდის" დირექტორი ალეკო ბაძგარაძე.

კულტურის სფეროს მუშაკების განცხადებით,  ქალაქის ბიუჯეტის 60%  (დაახლოებით 7 მილიონი) მერიის ადმინისტრაციული შენობის  შენახვაზე იხარჯება. მათი თქმით, ამგვარი პრაქტიკა უნდა შეწყდეს. საუბარია, მერიაში დასაქმებულთა რაოდენობის (615 ადამიანიდან 815 ადამიანამდე) ზრდაზე. 

"ადამიანების დასაქმება კარგია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მიზნობრივად. მსახიობს, რომელიც დღეში  8 საათს მუშაობს, 150-300 ლარი არ უნდა ჰქონდეს ხელფასი და მერიაში დასაქმებულს, რომელიც მთელ დღეს ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებს, მაღალი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს," - ამბობს ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის ხელმძღვანელი როზა დვალიშვილი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე