,,თავისუფალი საქართველო“ ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია
სამართადამცავებს ქალაქის მერიის საბინაო სამსახურის საქმიანობით დაინტერესებას სთხოვს.
აღნიშნული განცხადება, პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, დღეს გამართულ
ბრიფინგზე გააკეთეს.
,,თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის,
ზვიად წაქაძის თქმით საუბარია პროგრამა ,,კორპუსის“ ფარგლებში განხორციელებულ ლიფტების
შეკეთებაზე, რომელიც დარღვევებით მოხდა.
როგორც წაქაძე ამბობს, ლიფტების შემკეთებელმა კომპანიამ,
შპს ,,ელემ“ წინასაარჩევნო პერიოდში, ლიფტების შეკეთების შემდეგ, ძველი ნაწილები ბინებიდნ
მოსახლეობის უკითხავად გაიტანა და გაყიდა.
,,ამ ეტაპზე, აღნინული ფირმის წარმომადგენლები ბინის
ამხანაგობების თავმჯდომარეებს უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ მათ სახელზე არის ლიფტების
ძველი ნაწილების რეალიზაციიდან მიღებული თანხა. ეს თანხა მათ ქალაქის მერიის შესაბამის
ანგარიშზე უნდა ჩარიცხონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიფტი გაითშება. პარტია ,,თავისუფალი
საქართველო“ მიიჩნევს, რომ ეს არის კორუფციული გარიგება, რადგან პროცესი წარიმართა
მოსახლეობისგან დამალულად და არავინ იცის რეალურად რა ქონებაზეა საუბარი. არ არსებობს
დოკუმენტაცია, ზუსტად რა თანხა აიღო კომპანიამ ძველი ნაწილების რეალიზაციისგან, “ –
ამბობს წაქაძე. წაქაძემ აღნიშნულის მაგალითად, სულხან საბას N 47 ში მცხოვრები მზია
ბარამაძე მოიყვანა, რომელსაც 726 ლარი ხელზე მისცეს მერიის ანგარიშზე შესატანად.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე