|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის თანამშრომლის სახლში საბრძოლო ვაზნა და იარაღი აღმოაჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისის მერიის კახიანაურის მუნიციპალიტეტის მოქმედი თანამშრომელი  კობა ო. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ სახლში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე,  ჩხრეკა  ჩაატარეს, საიდანაც  „აკს"-ის სისტემის  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი მჭიდი და 237  საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი