ქუთაისში ალილოს ტრადიციული საზიემო მსვლელობა მოეწყო
7 იანვარს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში
ალილოს ტრადიციული საზეიმო მსვლელობა მოეწყო.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ
ქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილი მეალილოეები დალოცა.
ალილოს მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩები ხარ-ურმის
საშუალებით შემოიარეს და მოქალაქეებისაგან
ფული და ტკბილეული შეაგროვეს. მსვლელობაში
მონაწილეებს შემოწირულობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც გადასცეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის იოსებ კენჭაძის თქმით,
შობის დღეს მსგავსი მსვლელობა ტრადიციულ ხასიათს ატარებს. როგორც კენჭაძე ამბობს, საზეიმო
მსვლელობით შეგროვებული სურსათ–სანოვაგე მოხუცთა პანსიონატს და შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებს გადაეცემა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე