|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იტალიელი ქალბატონის მკვლელობაში ბრალდებული ქუთაისელის ოჯახში არაფერი იციან

იტალიაში მოხუცი ქალბატონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნათია თათარაშვილის ოჯახში მომხდარის დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ. 24 წლის ნათია თათარაშვილი, რომელიც ქუთაისელია,  5 წლის განმავლობაში იტალიაში, ტოსკანის რეგიონში მომვლელად მუშაობდა. ოჯახის წევრები მას მშვიდ, გაწონასწორებულ ადამიანად თვლიან. თათარაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ  ტელეფონის საშუალებით ხშირად უკავშირდებოდნენ, თუმცა მსგავსი რამ არ შეუნიშნავთ.

"მომხდარის შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ. მაგრამ ვერ ვუკავშირდებით, რადგან ალბათ ან ციხეშია ან კიდივ ფსიქიატრიულშია გადაყვანილი," - ამბობს ბრალდებულის ბებია.

შეგახსენებთ, რომ ნათია თათარაშვილმა 90 წლის კლეოფე ნიცის დანის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ხოლო შემდეგ ძარცვის იმიტაცია მოახდინა. თათარაშვილმა, რომელიც იტალიური მედიის ცნობით, ფსიქიატრიულშია გადაყვანილი, დანაშაული აღიარა. მისი თქმით, მისი გაღიზიანება  იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ქალბატონი მას მუდმივად საყვედურობდა, რომ თავის მოვალეობას სათანადოდ არ ასრულებდა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე