|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საკადრო ცვლილებები დაიწყო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ცვლილებებია. სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე ლევან თევზაძე თემურ გოგოხიამ ჩაანაცვლა.

უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ქეთი ტყეშელაშვილის თქმით, ლევან თევზაძე გასულ კვირას  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, ხოლო მისი შემცვლელი თემურ გოგოხია ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან თევზაძემ თანამდებობიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე ითხოვა, თუმცა უზენაეს სასამართლოში აღნიშნულს არ ადასტურებენ.

„მე დღეს გამოვედი სამსახურში და ის ინფორმაცია მაქვს რაც თქვენ. ჩემთვის არ არის ცნობილი ცვლილებები რის საფუძველზე განხორციელდა,“ -ამბობს ქეთი ტყეშელაშვილი.

ლევან თევზაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება 2009 წლის ნოემბრიდან დაეკისრა.  ის პარალელურად, ამავე სასამართლოში შემოსულ  საქმეებსაც განიხილავდა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე