პარლამენტმა ბავშვებისათვის საახალწლო ღონისძიება გამართა
საქართველოს პარლამენტში ბავშვებისათვის საახალწლო ღონისძიება
გაიმართა. ღონისძიებას წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრები 300 ბავშვი ესწრებოდა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე, სოციალურად დაუცველ და დევნილი ოჯახების
შვილებს წარმოადგენენ.
პარლამენტის აპარატის უფროსის ზურაბ მარაქველიძის თქმით,
მსგავსი ტიპის საახალწლო ზეიმი პარლამენტში
ტრადიციულ ხასიათს ატარებს, თუმცა გასულ წლებში
ის დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის შვილებისათვის იმართებოდა.
ბავშვებისათვის მოწყობილ ღონისძიებას პარლამენტის თამჯდომარე ოჯახთან ერთად დაესწრო.
„პარლამენტის შენობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა
რაც ეს შენობა გაიხსნა. დღეს ჩვენ პატარებს მივულოცეთ ახალი წელი, შობა და ვუსურვეთ
ბედნიერება, სიხარული და შევთანხმდით, რომ ბიძიები და დეიდები ამ შენობაში იმუშავებენ კიდევ უფრო სერიოზულად და ბევრს
იმისათვის, რომ ყველანი ვიყოთ გახარებულები,“ - განაცხადა პარლამენტის თამჯდომარემ
დავით უსუფაშვილმა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მოწვეულ ბავშვებს პარლამენტმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე