მერიამ ღვაწლმოსილი ქუთაისელი დააჯილდოვა
ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა დღეს ღვაწლმოსილი
ქუთაისელი, სოსო ქიმუცაძე დააჯილდოვეს. სოსო ქიმუცაძეს მერიის თანამშრომლებმა 80 წლის
იუბილე მიულოცეს და საჩუქრად ტელევიზორი გადასცეს.
,,ბატონ სოსოს დიდი როლი მიუძღვის დონეცკისა და ქუთაისის
ერთმანეთთან დაახლოებაში, ის შუამავალია და ხიდია ჩვენს ქალაქსა და დონეცკს შორის.
ამისთვის მან მთელი ცხოვრება დაუღლელად იშრომა, რისთვისაც მადლობას ვუხდით და მცირედი
საჩუქრით ვულოცავთ იუბილეს,“ – ამბობს ქუთაისის
ვიცე-მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი.
სოსო ქიმუცაძეს იუბილე
ქუთაისელების გარდა, დონეცკიდანაც მიულოცეს. ,,ორი დღის წინ, წერილი მივიღეთ დონეცკის მერისგან, რომელშიც ის სოსო ქიმუცაძის ღვაწლზე საუბრობს და მას 80 წლის
იუბილეს ულოცავს,“ – ამბობს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობათა
და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი დავით მეგრელიშვილი. ,,ძალიან ბედნიერი
ვარ დღევანდელი დღით და ყველას უდიდეს მადლობს ვუხდი ასეთი ყურადღებისათვის“
– ამბობს სოსო ქიმუცაძე.
შეგახსენებთ, რომ სოსო ქიმუცაძე უკრაინის ქალაქ დონეცკის
ოფიცილაური წარმომადგენელია ქუთაისში. იგი 30 წლის მანძილზე დინეცკის მაღაროში მუშაობდა. საპატიო მაღაროელის წოდებასთან
ერთად, სოსო ქიმუცაძემ ქუთაისში დაბრუნების შემდეგ აქტიური მუშაობა დაიწყო ქუთაისისა
და დონეცკის დაახლოებისათვის.
ავტორი: ანა ჯანაშია