მინისტრის მოადგილე: „უნდა გადავჭრათ ყველა დაბრკოლება, რაც დევნილებს აქვთ“
ქუთაისში, ნიკეას
დასახლებაში მცხოვრებმა დევნილემა საახალწლო საჩუქრები მიიღეს. დევნილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ნიკეას ქუჩაზე, ყოფილი მე–19 ბაგა–ბაღის შენობაში
მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა, რომლებსაც ძეხვეული და ტკბილეული გადასცა.
მამუკა ცოტნიაშვილის
განცხადებით, ამ დრომდე დევნილთა უწყებასა
და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის გარკვეული ზღვარი არსებობდა. ხოლო ამ ეტაპზე ზღვარის წაშლა ხდება.
„დევნილებსა და
სამინისტროს შორის ურთიერთობის პრობლემა იყო. ჩვენ ერთად დგომით უნდა გადავჭრათ ყველა
ის დაბრკოლება, რაც დევნილებს აქვთ,“ – ამბობს მამუკა ცოტნიაშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე