|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანელ „მეოცნებეებს“ ოფისი წინ ცოცხალი ნაძვის ხე მოურთეს

ვანის მუნიციპალიტეტში საახალწლოდ ცოხალი ნაძვის ხე მორთეს.  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ  ცოცხალი ნაძვის ხე მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარე კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ მორთო.

ვანის გამგებლის  ზურაბ გეგიძის თქმით,  მიმდინარე წელს საახალწლო ღონისძიებებისათვის მუნიციპალიტეტს არანაირი თანხა არ დაუხარჯავს. როგორც გეგიძე ამბობს, ხარჯები იმ შემთხვევაში ჰქონდათ, როდესაც მუნიციპალიტეტში სახალწლო კონცერტები იმართებოდა.

„წელს კი კონცერტი არ გვქონია, ამიტომ, არც არაფერი დაგვიხარჯავს. ვანის ცენტრში არის ცოცხალი ნაძვის ხე და ის მოვრთეთ.   გასულ წელს გვქონდა სათამაშოები ნაყიდი და ისინი დავკიდეთ,“ - ამბობს ზურაბ გეგიძე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე