იმერეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
იმერეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ბაღდათი–ქუთაისის საავტომობილო გზაზე დღეს, დაახლოებით 20:00
საათზე მოხდა.
ბაღდათი–ქუთაისის საავტომობილო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც
ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო მიკროავტობუსში
მყოფი 6 მგზავრი მრავლობითი დაზიანებებით ბაღდათის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის შედეგად მსუბუქი
ავტომანქანა დაიწვა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია იმერეთის
საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
„ჩვენ რაც შეგვეძლო ჩვენი საქმე
გავაკეთეთ. საქმეს ახლა საპატრულო პოლიცია
იძიებს, გადაცვლილი პირების შესახებ ინფორმაციას ისინი გასცემენ. ჩვენ ვიცით, რომ აღნიშნული
სატრანსპორტო საშუალებები სააწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდნენ, თუმცა როგორც
ჩანს ერთ–ერთ მათგანი საპირისპირო მხარეს გადვიდა, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია“
– ამბობს იმერეთის საგანგებო სიტუაციები მმართვის სამსახურის უფროსი კახა
მაჩიტიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე