|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყოფილი "ქრისტიან-დემოკრატი" შესაძლოა "ნაციონალებს" შეუერთდეს

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, "ქრისტიან-დემოკრატმა" გოგიტა გოგელაშვილმა ფრაქციის რიგები დატოვა.  გოგელაშვილი აღნიშნულის მიზეზად  პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით დვალის  მიერ გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებას ასახელებს.  ამის შესახებ გოგელაშვილმა  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გოგელაშვილი ამბობს, ის ამ დროისათვის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება, თუმცა არ არ გამორიცხავს, მომავალში "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდეს. 

ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებებთან დაკავშირებით დავით დვალი კომენტარს არ აკეთებს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე