პარლამენტში წვიმამ ბიუროს ოთახი „შეიწირა“
პარლამენტის შენობაში ბიუროს ოთახში, #9
დარბაზში წყალი ჩამოვიდა, რამაც ბიუროს
ოთახში არსებული მაგიდის დაზიანება გამოიწვია. ამის გამო დღეს ბიუროს სხდომა #4
ოთახში იმართება, სადაც საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტში შიდა საუბრებიდან
ხდება ცნობილი. ბიუროს სხდომის სხვა
დარბაზში გადატანის ოფიციალური მიზეზების შესახებ საკანონმდებლო ორგანოში ამ დროისათვის არ საუბრობენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



13:08
11:18
11:17
11:11
















