აზარტული თამაშების რეკლამირებისათვის ჯარიმა დაწესდება
აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირებაზე
შესაძლოა ჯარიმები დაწესდეს. პარლამენტში უმრავლესობის წევრის კობა
დავითაშვილის ინიციატივა შევიდა, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს.
დავითაშვილის ინიციატივის მიხედვით შეზღუდვა
დგინდება აზარტული და მომგებიანი თამაშების (წამახალისებელი გათამაშების გარდა)
რეკლამასა და სამაუწყებლო რეკლამაზე. ასევე, განისაზღვრება ჯარიმის ოდენობა
აღნიშნული დარღვევისათვის. საუბარია 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ჯარიმის
ოდენობაზე, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირველად შეფარდებული
ჯარიმის გაორმაგებაა გათვალისწინებული.
საპარლამენტო უმრავლესობაში სათამაშო ბიზნესის რეკლამირების
კუთხით მაქსიმალური შეზღუდვების დაწესებას ემხრობიან. უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ამბობს,
რომ ის არა მარტო შეზღუდვების დაწესების, არამედ კაზინოებისა და სათამაშო სახლების
გაუქმების მომხრეა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე